რუსთავი-ლილოს გზაზე საავტომობილო საცობია.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი გზაზე არსებულ რკინის კონსტრუქციას გამოედო და მოანგრია. სწორედ ამის გამო ავტომობილთა გადაადგილება შეზღუდული აქვს.
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს მსუბუქი ავტომობილებისთვის რუსთავიდან ლილოსკენ მიმავალი გზის ნაწილი ჩაკეტილი აქვს და მხოლოდ სატვირთო ავტომობილებს ატარებს.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და შესაბამისი სამსახური, რომელიც რკინის კონსრტრუქციის დემონტაჟს მოახდეს.