ინკასაციის ავტომობილი დააყაჩაღეს

2025-06-24 16:58:45

სამტრედიაში ინკასაციის ავტომობილზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც გამოცემა "ინფო იმერეთი" წერს, ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა, მანქანიდან 80 000 ლარის წაღება მოახერხეს.

რამდენმა პირმა განახორციელა თავდასხმა ავტომობილზე, რომელიც ათობით ათასი ლარით გადაადგილდებოდა, ჯერ-ჯერობით უცნობია.

სამტრედიაში ინკასაციის მანქანა 23 ივნისს დააყაჩაღეს. შემთხვევა ტოლების თემში, სოფელ ვაზისუბანში მოხდა.

მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.