გორთან, მდინარე ლიახვში 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს.
შემთხვევა გუშინ მოხდა. თვითმხილველთა თქმით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდასთან ახლოს, მოზარდი მეგობრებთან ერთად მდინარეზე იმყოფებოდა, რა დროსაც ლიახვის დინებამ გაიტაცა და გამოსვლა ვეღარ შეძლო.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან დევნილია და ამჟამად გორში ცხოვრობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.