ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

2025-06-13 23:55:44

რუსთავში, მშვიდობის ქუჩაზე ავარია მოხდა. [video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "რენოს" მარკის მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სასწრაფო დახმარება და პრევენციის მიზნით, სამაშველო სამსახური.