"108 000 კგ იმპორტირებული გაყინული ქათმის ხორცი განადგურდა"

2025-06-13 18:57:17

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო-გამშვებ პუნქტში - "ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" მებაჟე ოფიცრებმა გერმანიიდან შემოტანილი 108 000 კილოგრამი ქათმის გაყინული ხორცით დატვირთული 4 ავტოსატრანსპორტო საშუალება შეამოწმეს.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, კერძოდ, ფიზიკური შემოწმების/დათვალიერების დროს, ვეტერინარი სპეციალისტების მიერ საქონლის ტრანსპორტირებისას, გამოვლინდა მკაცრი ტემპერატურული კონტროლის დარღვევა, რამაც გამოიწვია ხორცპროდუქტების მნიშვნელოვანი ნაწილის ლღობა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ვინაიდან, საქონელი შეიცავდა ჯანმრთელობისთვის მაღალ რისკს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იმპორტირებული გაყინული ქათმის ხორცის სრული პარტია განადგურდა.