რუსთავში 2 ავტომობილი დაიწვა [video]

2025-06-12 23:53:19

რუსთავში 2 ავტომობილი დაიწვა [video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, XXI მიკრორაიონში, ერთერთი კორპუსის ეზოში ახალგაზრდა კაცი სახელოსნო სამუშაოებს ახორციელებდა რა დროსაც "ბეემვე"-ს მარკის ავტომობილს მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი გვერდით მდგომ ავტომობილზეც გავრცელდა. ახალგაზრდა კაცმა დროულად მოასწრო და მანქანას გაეცალა. მას დაზიანებები არ მიუღია. 

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები. ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოხერხდა, თუმცა დაიწვა 2 მსუბუქი ავტომობილი.