სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მაისის თვეში რუსთავში 1 ობიექტი დააჯარიმა.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა მიაწოდა.
მისი თქმით, ქალაქში ინსპექტირება 24 ობიექტში ჩატარდა, ნიმუში აიღეს 17 ობიექტიდან, გადაამოწმეს 44.
ჯარიმა ერთ-ერთ ობიექტს ვადაგასული პროდუქტის რეალიზებისთვის გამოუწერეს.
საერთო ჯამში, ქვემო ქართლის მასშტაბით ინსპექტირება 53 ობიექტზე ჩატარდა, ნიმუში აიღეს 34-დან, 8 დოკუმენტურად შემოწმდა, გადაამოწმეს 105, დააჯარიმეს 11.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.
სეს-ი იმ მაღაზიების იდენტიფიცირებისგან, რომელიც დააჯარიმა, თავს იკავებს.