"ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი და სეტყვა"

2025-06-03 18:17:21

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 4 ივნისის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

მათივე ინფორმაციით, ზოგან შესაძლოა ძლიერი, ელჭექი და სეტყვა, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარიც დაფიქსირდეს.

"3 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 4 ივნისის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი და სეტყვა, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი (საფრთხის დონე საშუალო)”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

რუსთავშიც მოსალოდნელია ძირითადად მოღრუბლული და ქარიანი ამინდი.