რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ზებრა გადასასვლელზე ახალგაზრდა კაცს "ბე-ემ-ვეს" მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, რის შემდეგაც მძღოლი ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული კაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განგვიცხადეს, პაციენტის უტარდება შესაბამისი სამედიცინო კვლევები, მისი მდგომარეობა მძიმედ ფასდება და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ავტომობილის იდენტიფიცირება შეძლეს და ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.