სენაკში 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს.
გავრცელებული ცნობით, მას ჭრილობა სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს , სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" შინაგან საქმეთა სამინისტროს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ სამართალდამცავებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.