რუსთავის "გორდა" შენგელიას თასი 2025-ის გამარჯვებულია

2025-06-02 12:30:18

საფეხბურთო კლუბი რუსთავის "გორდა" შენგელიას თასი 2025 2014 წლიანების გამარჯვებულია.

გიორგი მიშველიძის გაწვრთნილმა ფეხბურთელებმა ტურნირის საფინალო შეხვედრაში "სელერო" გაბრიელ გელაშვილის და საბა ბერიაშვილის  გოლებით ანგარიშით 2:0 დაამარცხეს.

ტურნირის განმავლობაში 5 მატჩში "გორდამ" 12 გოლის გატანა შეძლო, ხოლო ერთი გაუშვა.

გატანილი გოლების ავტორები:

ვაჩე გოგოლაძე - 3 გოლი

ნიკოლოზ გოგოლაძე - 1 გოლი

ნიკოლოზ ასაბაშვილი - 1 გოლი

გიორგი ფერაძე - 1 გოლი

დავით ჯავახიშვილი - 1 გოლი

დავით გოგიძე - 1 გოლი

ილია წეველიძე - 1 გოლი

გაბრიელ გელაშვილი - 2 გოლი

საბა ბერიაშვილი - 1 გოლი

გარდა ამისა სამ სხვადასხვა კატეგორიაში დასახელდა საუკეთესო ფეხბურთელები:

საუკეთესო მეკარე - ოთარ ბედიაშვილი

საუკეთესო მცველი - საბა ბერიაშვილი

საუკეთესო ფეხბურთელი - დავით გოგიძე.