ბათუმი-ქობულეთის ავტობანზე მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა.
31 მაისს, გამთენიისას ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შეჯახების შედეგად ადგილზე დაიღუპა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი - 25 წლის კაცი.
ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.