ქვეყნები, სადაც ინტერნეტი ყველაზე ძვირი/იაფია

2025-06-01 21:08:50

60 მბ/წმ ან მეტი სიჩქარის ერთთვიანი ინტერნეტ პაკეტის საფასური Numbeo-ს მონაცემების თანახმად, საქართველოში 16.88 დოლარს შეადგენს. აღნიშნული ფასით საქართველომ 124 ქვეყანას შორის მე-100 ადგილი დაიკავა.

მონაცემების მიხედვით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ინტერნეტი ყველაზე ძვირი სომხეთში, ყველაზე იაფი კი რუსეთშია. კერძოდ:

სომხეთი - 20.84 დოლარი (89-ე ადგილი);
თურქეთი - 13.76 დოლარი (110-ე ადგილი);
აზერბაიჯანი - 15.14 დოლარი (106-ე ადგილი);
რუსეთი - 8.04 დოლარი (122-ე ადგილი).

რაც შეეხება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებს, 5 ქვეყანა, სადაც 60 მბ/წმ ან მეტი სიჩქარის ერთთვიანი ინტერნეტ პაკეტი ყველაზე ძვირია, ასე გამოიყურება:

პაპუა-ახალი გვინეა - 211.18 დოლარი;
კუბა - 210.78 დოლარი;
ეთიოპია - 157.67 დოლარი;
კამერუნი - 130.29 დოლარი;
მოზამბიკი - 103.33 დოლარი.

იმ ქვეყნების ხუთეული, სადაც ინტერნეტი სხვა ქვეყნებთან შედარებით იაფია, ასეთია:

უკრაინა - 6.12 დოლარი;
ირანი - 7.73 დოლარი;
რუსეთი - 8.04 დოლარი;
ინდოეთი - 8.06 დოლარი;
ვიეტნამი - 8.95 დოლარი.

 

ბიზნესპრესნიუსი