ავარიის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა

2025-06-01 22:17:04

ბათუმში, ბაგრატიონისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში ავტოსაგზაო შემთხვრვა მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა. 

ავარიის შედეგად დაზიანდა მუნიციპალური ავტობუსიც.

შემთხვევის შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა და ისინი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა. დაშავებულებს შორის ერთი ბავშვი და ორსული ქალი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით