გერმანიაში თვითმფრინავი ჩამოვარდა და საცხოვრებელ სახლს შეეჯახა

2025-06-01 22:08:28

დასავლეთ გერმანიაში, ქალაქ კორშენბროიხში, მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა და საცხოვრებელ სახლს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის პილოტი.
ინფორმაცია dailymail-ი ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, თვითმფრინავი დაახლოებით 12:30 საათზე ჩამოვარდა, რის გამოც სახლს ცეცხლი გაუჩნდა.

მედიის ცნობით, ავიაკატასტროფის შედეგად გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად, ადგილზე 50 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.