რუსთაველების წარმატება ბავშვთა და მოზარდთა თეატრალურ კონკურს-ფესტივალში. თეატრი "ბრავო" 6 ნომინაციის გამარჯვებული გახდა.
ბავშვთა და მოზარდთა თეატრალური კონკურს-ფესტივალი "გაზაფხულის დღეები" თელავში, ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, "new life art company" -ის ორგანიზებით გაიმართა.
კონკურს-ფესტივალზე რუსთავის თეატრი "ბრავო" წარმოდგენილი იყო სპექტაკლებით "დნმ" და "როგორც გენებოთ".
რეჟისორები - სოსო ელიზბარაშვილი და რატი ლაბაძე.
კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით, თეატრი 6 სხვადასხვა ნომინაციის გარამჯვებული გახდა:
საუკეთესო ეტიუდი - სპექტაკლი "დნმ", რეჟისორი სოსო ელიზბარაშვილი;
საუკეთესო სასცენო მოძრაობა - სპექტაკლი "დნმ", რეჟისორი სოსო ელიზბარაშვილი;
საუკეთესო ინტერპრეტაცია -სპექტაკლი "როგორც გენებოთ", რეჟისორი რატი ლაბაძე;
საუკეთესო მსახიობი (ბიჭი) - ლუკა ყიფშიძე;
საუკეთესო კომედიური როლი - ლუკა ბერიანიძე;
საუკეთესო ეპიზოდური როლი - ლიზი კერესელიძე.