ავარია რუსთავში, ხიდთან [video]

2025-05-29 17:49:31

რუსთავში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ტოიოტასა" და "სუზუკის" მაკის ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც "კლინიკა რუსთავში" საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, 2 პაციენტი უკვე გაეწერა ბინაზე, 1 დაშავებული, 30 წლამდე მამაკაცი კი კლინიკაში რჩება.

"ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა. მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებოდა. მკურნალობას აგრძელებს რეანიმაციულ განყოფილებაში. მისი მდგომარეობა ფასდება მძიმედ", - აცხადებენ სამედიცინო დაწესებულებაში.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.