ბათუმში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში 10 წლის გოგოს სექსუალურად შევიწროებისთვის ერთი პირი დააკავეს. დაკავებული შუახნის მამაკაცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით შემთხვევა 2 კვირის წინ მოხდა. ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
გამოძიება 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედებას გულისხმობს, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ.