ქუჩაში კაცი დაჭრეს

2025-05-28 19:08:04

თბილისში, ოთარ ჭილაძის ქუჩაზე შუა ხნის კაცი დაჭერეს.

მამაკაცს დაზიანებები ცივი იარაღით მიიაყენეს და, სავარაუდო, დამნაშავე ადგილიდან მიიმალა.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი იყო მობილიზებული. დაჭრილი კაცი კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.