ყირიმ-კონგოს ცხელებით ქალი გარდაიცვალა

2025-05-28 14:15:34

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოშორაში, ყირიმ-კონგოს ცხელებით 50 წლამდე ქალი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

მათი ცნობით, ქალი ინფექციურ საავადმყოფოში დაახლეობით ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა.

მედია წერს, რომ ქალს ყირიმ-კონგოს ცხელება 15 მაისს დაუდასტურდა, იგი მალევე თბილისში, ინფექციურ სავადმყოფოში გადაიყვანეს. ასპინძის ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, პაციენტი გუშინ, 27 მაისს გარდაიცვალა.