2025 წლის აპრილში ხელფასის მიმღებთა უდიდესი ნაწილის შემოსავლები 1200 ლარიდან 2400 ლარის ფარგლებში იყო. კერძოდ, ამ კატეგორიაში ხელფასის მიმღებთა რაოდენობა 342 540-ს შეადგენდა. მათმა დასაბეგრმა ჯამურმა ხელფასმა კი 596 მილიონ ლარს გადააჭარბა. ამის შესახებ მონაცემები შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
რამდენმა ადამიანმა აიღო 100 ლარზე ნაკლები და 100 ათას ლარზე მეტი ხელფასი?
აღსანიშნავია ისიც, რომ საანგარიშო პერიოდში 10 100-მა ადამიანმა 100-ლარზე ნაკლები ხელფასი აიღო, ჯამურმა დასაბეგრმა თანხამ კი ამ სახელფასო კატეგორიაში 548 ათასი ლარს გადააჭარბა.
ეს კი მაშინ, როცა 363 ადამიანი 100 ათას ლარზე მეტ თვიურ ხელფასს იღებდა. კერძოდ, ამ პერიოდში მათზე გაცემულმა დასაბეგრმა ხელფასმა 136 მილიონ ლარს გადაამეტა.
გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურის მონაცემების მიხედვით, აპრილში 711 555 პირის ხელფასი ათასი ლარიდან 9600 ლარამდე იყო, ჯამურმა დასაბეგრმა თანხამ ამ შემთხვევაში 1.87 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში 30 010 ადამიანი 10 ათასიდან 100 ათასამდე ხელფასს იღებდა. საერთო დასაბეგრი თანხის მოცულობამ კი 1.07 მილიარდ ლარს აღემატებოდა.