ვის შეუძლია ისარგებლოს ახალი პირადობის აღების დროს შეღავათით

2025-05-28 12:23:56

საქართველოში პირადობის  ელექტრონული მოწმობის დამზადება 10 სამუშაო დღის ვადაში 60 ლარი ღის.

თუმცა არიან ჯგუფები, რომლებიც შეღავათებით სარგებლობენ.

პირადობის ელექტრონული მოწმობის საფასურის გადახდისას შეღავათით სარგებლობენ ან საფასურის  გადახდისაგან სრულად თავისუფლდებიან:

სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 001–ს ;

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები - სრულად;
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები - სრულად;

პირები, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭათ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ;

ასევე:სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და რომელთა სტატუსის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ბაზის მეშვეობით, პირადობის ელექტრონული მოწმობის აღნიშნული სტატუსით პირველად აღების შემთხვევაში თავისუფლდებიან განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდისაგან – 10 ლარით.

სტუდენტები, სტუდენტური მონაცემით პირადობის ელექტრონული მოწმობის განმეორებით მიღების დროს - 10% - ით.

პირები, რომლებზეც შესაძლებელია გაიცეს პირადობის მოწმობა მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსით - 50 % - ით.