ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია “ინფო იმერეთი” ავრცელებს.
მისი ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო ჯგუფები და პოლიცია.
“ინფო რუსთავი” მომხდართან დაკავშირებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.