რუსთაველი ანა მაისურაძე სწავლას Vassar College-ში სრული დაფინანსებით გააგრძელებს

2025-05-04 17:48:57

რუბრიკაში "გაიცანით რუსთაველია", დღეს უნიჭიერეს და უჭკვიანეს ანა მაისურაძეზე უნდა მოგიყვეთ, რომელიც სწავლას Vassar College-ში, სრული დაფინანსებით გააგრძელებს.

ანა 2023 წელს ჩაირიცხა აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლაში, სადაც 2 წელი ისწავლა, ახლა კი განათლებას ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღებს.

რუბრიკის გმირმა სწავლის 375 960$-იანი დაფინანსება მოიპოვა.

რუსთაველ ახალგაზრდას ცხოვრების ახალ ეტაპზე სხვადასხვა შეთავაზება ჰქონდა. ის ასევე სრული დაფინანსებით მიიღეს შემდეგმა უნივერსიტეტებმა:

◾ Dubai American Academy
◾ University of Toronto

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ანა 16 წლის იყო, როდესაც ჩვენს პლატფორმაზე პირველად მოხვდა. 2023 წელს ის მსოფლიოს 6 ქვეყნის 20 საუკეთესო მოსწავლეს შორის იყო და აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლაშიც სრული დაფინანსებით გააგრძელა სწავლა.

უნდა იცოდეთ ისიც, რომ რამდენიმე თვის წინ საქართველოს გუნდმა სამი ვეერცხლის მედალი მოიპოვა ეკონომიკის ოლიმპიადის საერთაშორისო ფინალურ რაუნდზე, აქედან ერთ-ერთის მფლობელი სწორედ ანა მაისურაძე გახლდათ. 

რაც შეეხება უნივერსიტეტს, სადაც ის სწავლას აგრძელებს, assar College არის კერძო, უმაღლესი დონის ლიბერალური კოლეჯი, რომელიც მდებარეობს პოკიფსიში, ნიუ-იორკის შტატში. კოლეჯი დაარსდა 1861 წელს მეთიუ ვასარის მიერ, როგორც ქალთა კოლეჯი. ის იყო ერთ-ერთი პირველი და ყველაზე პრესტიჟული "შვიდი დის" (Seven Sisters) კოლეჯიდან, რომლებიც ქალებისთვის ჰარვარდის, იელის და პრინსტონის მსგავსი ელიტური განათლების ალტერნატივას წარმოადგენდა.

კამპუსი ცნობილია თავისი სილამაზით, მოიცავს 1000 აკრზე მეტ ტერიტორიას, ლამაზ ბაღებს, ტბებს და 100-ზე მეტ შენობას, მათ შორის გოთიკური და თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშებს. მთავარი შენობა არის ეროვნული ისტორიული ღირსშესანიშნაობა.

Vassar მუდმივად იკავებს მაღალ პოზიციებს აშშ-ის საუკეთესო ლიბერალური ხელოვნების კოლეჯების რეიტინგებში. ის ცნობილია თავისი აკადემიური სიმკაცრით, პროგრესული ატმოსფეროთი და სტუდენტების ინტელექტუალით.


 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები