რუსთაველი ჯუდოკა გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონია

2025-04-23 19:43:06

რუსთაველი ჯუდოკა გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონია.

მონტენეგროში ევროპის ჩემპიონატმა 23 აპრილს აიღო სტარტი და პირველივე დღეს საქართველოს პირველი მედალი, თანაც ოქრო, რუსთაველმა 60 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე, გიორგი სარდალაშვილმა მოუტანა.

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა სარდალაშვილმა ფინალურ შეხვედრაში რუსი მეტოქე IJF-ის დროშის ქვეშ მოასპარეზე აიუბ ბლიევი დაამარცხა და ოქროს მედალიც მოიპოვა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები