2022 წლიდან ქუჩაში დრიფტი დასჯადი ქმედებაა.
საზოგადოების დიდი ნაწილიდან საავტომობილო გზებზე დრიფტს უარყოფითი შეფასებები ეძლევა.
კანონდამრღვევი პირველ ეტაპზე დრიფტისთვის 300 ლარით დაჯარიმდება, ასევე მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულებიდან 30 ჩამოაკლდება.
განმეორებით შემთხვევაზე კი ჯარიმა 500 ლარამდე იზრდება, ხოლო ჩამოკლებული ქულების რაოდენობა 35-მდე.