ოჯახი მესამე დღეა 15 წლის ბიჭს ეძებს

2025-04-23 14:14:40

ადიგენის მუნიციპალიტეტში მესამე დღეა მოზარდს ეძებენ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" დაკარგული ბიჭის მამამ განუცხადა, 15 წლის თორნიკე სოფელ უდედან, სახლიდან გავიდა.

მოზარდი აუტისტური სპექტრის მქონეა.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია და სამაშველო ჯგუფი.

თუ ფლობთ რაიმე სახის ინფორმაციას დაკარგული მოზარდის შესახებ დაუკავშირდით დედას, ტელეფონის ნომერზე -  597870818, ან მამას - 555994047

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები