ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

2025-04-23 15:21:41

თბილისის აეროპორტის გზაზე ავატოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ქვეითს მოტოციკლი შეეჯახა.

როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განგვიცხადეს, ადგილზე მოსულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ქვეითი გარდაცვლილი დახვდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სამაშელო სამსახურების ეკიპაჟები.