ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში ავარიას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა.
თვითმხილველების თქმით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და საკუთარი სახლის ჭიშკართან მსხდომ ცოლ-ქმარს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად ორივე ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
დაკავებულია ავტომობილის მძღოლიც.