მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 6 წლის ბიჭი გარდაიცვალა.
ავტოსაგზაო შემთხვევა 19 თებერვალს სოფელ აზიზქენდში ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა.
მთელი ამ დროის განმავლობაში მცირეწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაში იყო მოთავსებული, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.