მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზქენდში, 7 წლის ბიჭს ავტომობილი დაეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
როგორც საინფორმაციო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.