ხმაური რუსთავის ცენტრალურ ხიდზე [video]

2025-03-26 00:00:39

რუსთავის ცენტრალური ხიდიდან, სავარაუდოდ, კაცმა გადახტომა სცადა. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 40 წლამდე კაცი მოაჯირიზე იყო გადასული და გადახტომას აპირებდა.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები და მათ ხიდის მოაჯირიდან კაცის გადმოყვანა მოახერხეს.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟიც.