რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 50 წლამდე ქალს ზებრა გადასასვლელზე "ჰონდას" მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი. მედიკოსებმა დაშავებული კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს.
როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განგვიცხადეს, ქალის მდგომარეობა სტაბილურია და უტარდება შესაბამისი გამოკვლევები.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა პოლიციის ეკიპაჟებიც.