რუსთავში პური გაძვირდა

2025-03-21 17:25:20

პური გაძვირდა.

მომხმარებლებს ქსელური და საცალო სუპერმარკეტების ნაწილში პურის ზოგიერთ სახეობაზე უკვე რამდენიმე დღეა 10 თეთრით გაზრდილი ფასის გადახდა უწევთ.

შეგახსენებთ, რომ საუბარია ე.წ მასობრივი წარმოების თეთრ პურზე. უფრო კონკრეტულად, გაძვირდა 410-გრამიანი ბატონი, 530-გრამიანი ბატონი და ამავე გრამაჟობის დაჭრილი პური.

"პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, რომ მსგავსი ფასი პურს 2023 წელსაც ჰქონდა.

"იყო ასეთი მოლაპარკება სახელმწიფოსთან, რომ თუ ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილი 52 ლარს არ ასცდებოდა, პურის ფასიც არ შეიცვლებოდა. დღეს ერთი ტომარა ფქვილის ფასი  3 თვეა უკვე 57 ლარია. ამიტომ შეიცვალა 10 თეთრით და ჩვენ დავუბრუნდით 2023 წლის ფასებს. ჩვენ გვქონდა 2023-ში ეს ფასი.

ჩვენ ვაძლევთ ვაჭრობას პურს 1 ლარად და 10 თეთრად, ამ თანხის ზევით უკვე სავაჭრო დანამატია", - აცახდებს დოლიძე.

ინფორმაციისთვის, მასობრივი წარმოების პურის გაძვირებას წინ ახლა იმპორტირებულ ფქვილზე გადასახადის გახანგრძლივების გადაწყვეტილებაც. მთავრობის დადგენილებით, ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 1-ლი მარტის შემდეგაც გრძელდება, ტარიფი კი იზრდება. აქამდე იმპორტირებულ ფქვილზე ტონაზე გადასახადი 250 ლარს შეადგენდა, 1-ლი მარტიდან კი 300 ლარამდე გაიზარდა. აღნიშნული, გადაწყვეტილება ძალაში 1 თვის განმავლობაში, 1-ელ აპრილამდე იქნება.