რუსთავში ქმარმა ცოლს შვილების თანდასწრებით სცემა

2024-07-02 19:19:33

რუსთავში ქმარმა ცოლს სცემა.

საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, მე-19 მიკრორაიონში 40 წლამდე კაცმა ასევე 40 წლამდე მეუღლეს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ოჯახური ძალადობის ბრალდებით სამართალდამცავებმა კაცი დააკავეს.