რუსთავში ეროვნულ გამოცდებზე 70 აბიტურიენტი არ გამოცცხადდა

2024-07-04 17:10:57

რუსთავში ერთიანი ეროვნული გამოცდების მე-2 დღე დასრულდა.

აბიტურიენტები გამოცდას დღესაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებდნენ. გამოცდა ორ სესიად წარიმართა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი სარალიძე განუცხადა პირველ სესიაზე რეგისტრირებული 508 აბიტურიენტიდან 476 გამოცხადდა, ხოლო მეორე სესიაზე 505-დან 467.

მისივე თქმით, დღეს არ დაფიქსირებულა დაგვიანების შემთხვევა.