რუსთავში IT აკადემიის სივრცე მოეწყობა

2024-07-04 18:16:15

რუსთავში IT აკადემიის სივრცე მოეწყობა.

სივრცის მოწყობის სამუშაოებისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერზე თან დართული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ IT აკადემია ორ სართულიან შენობაში განთავსდება. პირველ სართულზე მოეწყობა კაფეტერია, სველი წერტილი, შშპ-თვის ადაპტირებული სველი წერტილი, შშპ-თვის ადაპტირებული ლიფტი და სამი სამუშაო სივრცე, მეორე სართულზე მენეჯერის ოთახი, სველი წერტილი და 7 სამუშაო სივრცე.

IT აკადემიის სივრცის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 800 000 ლარია გამოყოფილი.