რუსთავში ლეგო-რობოტიკის ჰაკათონი მოეწყო

2024-07-04 19:10:27

რუსთავში სოციალურ კაფე-ბარ "პროეფესიოში" სიქა-რობოლაბთან ერთად ლეგო-რობოტიკის ჰაკათონი მოეწყო.

ჰაკათონში, რომელიც 3-4 ივლის მიმდინარეობდა, მონაწილეობას იღებდნენ რუსთავში მცხოვრები უკრაინიდან დევნილი და ადგილობრივი ბავშვები.

ჰაკათონის ბოლოს მოეწყო გუნდებს შორის შეჯიბრი.

ღონისძიება ჩეხური ორგანიზაცია PIN-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და ბავშვებისათვის მეგობრული გარემოს შექმნით ბავშების ცოდნისა და სოციალური უნარების გამომუშავებას ემსახურება.