პარაშუტის ჩამოვარდნას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ერთი

2024-07-04 22:21:44

ბათუმში პარაშუტის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ტურისტი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. 

ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უდასტურებენ. 

არსებული ინფორმაციით, პარაშუტი ძლიერმა ქარის გამო ჩამოვარდა.

დაშავებული კაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.