ქარბორბალა ალავერდში

2024-06-25 18:47:13

ძლიერი ქარის შედეგად ალავერდის მონასტრის ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

უამინდობის გამო ინფრასტრუქტურას მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზეც მიადგა ზიანი.

ე.წ. ქარბორბალამ, რომელიც რამდენიმე წუთი გრძელდებოდა, დააზიანა მონასტრის მიმდებარედ დაპარკინგებული ავტომობილებიც.

მომხადრის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.