ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

2024-06-28 17:49:59

ქობულეთის სოფელ ნაცხავატევში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაცია თავდაპირველად "აჭარა თაიმსმა" გაავრცელა და დაწერა, რომ მანქანა ხევში გადავარდა.

როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.