ქუთაისში მეორე დღეა ახალგაზრდა ქალს ეძებენ.
20 წლის ნინიკო გიორგაძე სახლიდან 26 ივნისის საღამოს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.
დაკარგულის ოჯახის წევრები და ახლობლები სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ქალის ფოტოებს ავრცელებენ და საზოგადოებას მოუწოდებენ, თუ რამე იციან მისი ადგილსამყოფლის შესახებ, დაუყოვნებლივ დარეკონ ნომერზე: 597 33 43 29.
20 წლის ნინიკო გიორგაძის ძებნაში ჩართულია პოლიცია.