ზღვაში გაუჩინარებული 2 ადამიანიდან ერთ-ერთის ცხედარი იპოვეს

2024-06-28 19:19:25

კვარიათში ზღვაში გაუჩინარებული ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

მაშველებმა სამძებრო სამუშაოები გუშინ დაიწყეს, როდესაც უწყებაში 30 წლამდე ქალისა და მამაკაცის ზღვაში გაუჩინარების შესახებ შეტყობინება შევიდა.

ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში არის გადასვენებული, ხოლო მეორე ადამიანს ამ დრომდე, ეძებენ.

კვარიათის სანაპიროსთან სამართალდამცავებიც არიან მობილიზებული.