ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა

2023-04-04 12:32:59

მარნეულში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ჰონდას", "ოპელისა" და "ნისანის" მარკის ავტომობილები შეეჯახა.

შემთხვევის დროს ორი ქალი დაშავდა. როგორ "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა მარნეულის ავერსის კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც.

ფოტო: 24news.ge