კაცი, რომელსაც სასწრაფოს ავტომობილი შეეჯახა, გარდაიცვალა

2023-01-14 20:49:13

მარნეული-თბილისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტი "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო  დახმარების მანქანა 50 წლამდე ქვეითს შეეჯახა. კაცი ადგილზევე დაიღუპა.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სასწრაფოს თბილისში ბავშვი გადაჰყავდა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ფოტო: მთავარი არხი