მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცმა მამა და ბაბუა დაჭრა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
დაჭრილები მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკაში გადაიყვანეს, ექიმების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარება საკმაოდ მძიმეა. 93 წლის ბაბუა, რომელსაც ფილტვი აქვს დაზიანებული, ამ დრომდე "ჯეო ჰოსპიტალსში" რჩება, ხოლო მისი შვილი თბილისში, პროფილურ კლინიკაშია გადაიყვანილი, რადგან მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული და ნეიროქირურგიული ჩარევა ესაჭიროება.
რა იარაღი იყო გამოყენებული და კონკრეტულად რა გახდა ოჯახში დანაშულის ჩადენის მიზეზი - დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
სავარაუდო დამნაშავე, 35 წლამდე კაცი დაკავებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს რაც განძრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს ოჯახის ორი წევრის მიმართ.