ხანძრის შედეგად რუსთაველი მამაკაცები დაშავდნენ

2022-12-15 23:05:46

თელავში, ღვინის ერთ-ერთ ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული ორივე მამაკაცი რუსთაველია.

როგორც “ინფო რუსთავმა” გაარკვია, დაშავებულები 24 და 39 წლის კაცები არიან. ისინი თელავიდან თბილისში, ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

დაშავებულების ახლობელმა საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, რომ 24 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას სხეულის 70% აქვს დამწვარი და კომატოზურ მდგომარეობაში, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

რეანიმაციაში იმყოფება 39 წლის კაციც, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურად ფასდება. დაშავებულის ახლობლები აცხადებენ, რომ პაციენტს სხეულის 15% აქვს დამწვარი.

როგორც ირკვევა, რუსთაველი მამაკაცები თელავში სამუშაოდ იმყოფებოდნენ, შეგახსენებთ, ამავე ხანძრის შედეგად გარდაიცვალა 2 ახალგაზრდაც. არსებული ინფორმაციით, ხანძარი ერთ-ერთი ქარხნის ტერიტორიაზე, დენის გამათბობლის შედეგად გაჩნდა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები