ავტოსაგზაო შემთხვევას 17 წლის გოგო ემსხვერპლა

2022-11-23 16:28:09

მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევას 17 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე დაიღუპა.

დამატებით დეტალებს "ინფო რუსთავი" შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.