ვინ არის აზოტის ქარხანაში გარდაცვლილი მამაკაცი [video]

2022-11-19 00:04:31

რუსთავში, საწარმო "რუსთავის აზოტში" უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა , 4 კი - დაშავდა. [ვიდეო/video]

დაღუპული, 66 წლის მამაკაცი, ოთარ გურაბანიძეა. მისი სამსახურებრივი საქმინობა საწარმოში ათეულობით წელს ითვლის. გარდაცვლილი, XIX მიკრორაიონში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში უკვე გადაასვენეს.

რაც შეეხება დაშავებულებს:

როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ორი დაშავებული ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში შეყვენისას კონტაქტურები იყვნენ და მათ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებათ.

ამ დროისთვის ყველა სჭირო კვლევა ორივე პაციენტთან უკვე ჩატარებულია.

შეგახსენებთ რომ შემთხვევა ამიაკის სინთეზის საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე, მაცივრის (ე. წ. "გრადელნაია") რემონტის დროს მოხდა, მოწყობილობათა სპეც-შემკეთებელი საამქროს 5 თანამშრომელი ხარაჩოზე იდგა და თავის საქმეს აკეთებდა, რა დროსაც ხარაჩო ჩამოიშალა და მინიმუმ 5 მეტრის სიმაღლიდან ხუთივენი ძირს ჩამოცვივდნენ, რა დროსაც ერთი მათგანი ადგილზევე გარდაიცვალა, 2 მათგანი მძიმე მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანეს სამკურნალო დაწესებულებაში, ხოლო დანარჩენმა ორმა დასაქმებულმა, ჩედარებით მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

აზოტი შრომის ინსპექციამ უკვე შეამოწმა და დააჯარიმა.