რუსთავში, საწარმო "რუსთავის აზოტში" უბედური შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, საწარმოში ხარაჩო ჩამოინგრა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა.
როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ერთი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა, ორი დაშავებული კი ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საინფორმაციო სააგენტო მეტ დეტალს არკვევს.